28 მარტიდან ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება უქმდება.
ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება ამ ეტაპზე შენარჩუნდება.
"28 მარტიდან უქმდება პირბადის ტარების ვალდებულება ღია სივრცეში და ის მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს შეინარჩუნებს. საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულება ამ ეტაპზე შენარჩუნებული იქნება“, - განაცხადა ღიბრაძემ.
მასალის გამოყენების პირობები