ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე პირველ მოადგილედ ფრაქცია "ზუგდიდი საქართველოსთვის" თავმჯდომარე მალხაზ თორია აირჩიეს.
დღეს გამართულ სხდომაზე თორიას კანდიდატურა საკრებულოს თავმჯდომარე გიგა ფარულავამ წარადგინა.
მმართველი პარტიის დეპუტატებს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ. თავმჯდომარის მოადგილის არჩევნების კენჭისყრაში 24 დეპუტატი მონაწილეობდა.
ცნობისთვის, ზუგდიდის საკრებულომ თავმჯდომარის არჩევა მე-6 ცდაზე
შეძლო.
მასალის გამოყენების პირობები