ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მეორე მოადგილედ ფრაქცია ენმ-ის თავმჯდომარე თეიმურაზ ბასილაია აირჩიეს.
ბასილაია ამ პოზიციაზე ,,ნაციონალურმა მოძრაობამ'' წარადგინა. ,,ქართულ ოცნებას'' საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების არჩევნების კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.
დღეს ასევე, წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ, ფრაქცია "ზუგდიდი საქართველოსთვის" ხელმძღვანელი მალხაზ თორია
აირჩიეს.
მასალის გამოყენების პირობები