აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ოპერატიული შტაბის მონაცემებით, ტესტირება 170 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან 33-ს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ამავე ცნობით, ბოლო დღე - ღამის განმავლობაში სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში ერთი პაციენტი 75 წლის ქალი გარდაიცვალა.
რეგიონის კოვიდმიმღებ სამედიცინო კლინიკებში 58 პაციენტი მკურნალობს, მათგან 14 - ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 53 224 შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 49 052, ხოლო გარდაიცვალა 676 ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები