მიწის მასის ჩამოშლის გამო ზუგდიდი-თბილისის სამგზავრო ავტობუსი ავარიაში მოჰყვა
ზუგდიდი-თბილისის სამგზავრო ავტობუსს რიკოთის უღელტეხილის ერთ-ერთ მონაკვეთზე ავტოავარია შეემთხვა.
რადიო “ათინათის” ინფორმაციით, იმ ტერიტორიაზე, სადაც ჩინური კომპანია სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს, მიწის მასა სწორედ იმ დროს ჩამოიშალა, როცა მგზავრებით დატვირული ტრანსპორტი თბილისიდან ზუგდიდის მიმართულებით გადაადგილდებოდა. სწორედ ამან გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევა, თუმცა მძღოლმა საბოლოოდ მანევრირება შეძლო, შედეგად მხოლოდ ერთი ადამიანი დაშავდა.
ამ დროისთვის მგზავრები უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს და მათ ზუგდიდში ჩამოყვანას უზრუნველყოფენ.
მასალის გამოყენების პირობები