მოძრაობა ბრაკონიერობის წინააღმდეგ: სამეგრელოში საქონელი იხოცება (ვიდეო)
"მოძრაობა ბრაკონიერობის წინააღმდეგ" საკუთარ ფეისბუქ გვერდზე რამდენიმე ვიდეოს აქვეყნებს, რომელიც სამეგრელოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტშია გადაღებული.
ერთ-ერთ ვიდეოში მდინარის ნაპირზე და მიმდებარედ დახოცილი საქონელი - ძროხები და კამეჩები ჩანს.
ხობში ადგილობრივები ამბობენ, რომ საქონლის დახოცვის ფაქტები ბოლო დროს განსაკუთრებით მომრავლდა, თუმცა არ იციან, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი.
უკავშირდება თუ არა წყლის ან რამე სხვა სახის ინფექციის გავრცელებას შინაური პირუტყვის დახოცვა, ჯერჯეორბით, უცნობია, საკითხს სურსათის ეროვნული სააგენტო უკვე იკვლევს.
უწყებაში რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ ფაქტებთან დაკავშირებით მოკვლევა დაწყებულია და აღებულია შესაბამისი ნიმუშები.
მასალის გამოყენების პირობები