აფხაზეთში კორონავირუსი 30-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა ორი პაციენტი
დე ფაქტო რესპუბლიკის ოპერატიული შტაბის მონაცემებით აფხაზეთში ტესტირება 123 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან 31-ს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ამავე ცნობით, გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში 2 პაციენტი - 85 წლის ქალი და მამაკაცი გარდაიცვალა
რეგიონის კოვიდმიმღებ სამედიცინო დაწესებულებებში სულ 53 ადამიანი მკურნალობს, აქედან 9 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 53 294 შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 49 322, ხოლო გარდაიცვალა 678 ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები