წალენიჯა-თბილისის მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა - არიან დაშავებულები
წალენჯიხა-თბილისის მიკროავტობუსი, სადაც 7 მგზავრი იმყოფებოდა, ზესტაფონთან, რიკოთის უღელტეხილის დასასრულს
ავტოავარიაში მოჰყვა.
რადიო "ათინათის" ინფორმაციით, მგზავრებს სხვადასხვა სახის დაზიანება აქვთ. მიკროავტობუსში მყოფი პირები, რომელთა შორის ერთი ბავშვია, ზესტაფონის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მიკროავტობუსს, რომელიც თბილისიდან წალენჯიხის მიმართულებით გადაადგილდებოდა, მსუბუქი ავტობომილი დაეჯახა.
მასალის გამოყენების პირობები