მარტვილში "კონსერვატიული მოძრაობაის" ოფისის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილობრივებმა, რომლებიც საქართველოსა
და უკრაინის დროშებით და ტრანსფარანტებით შეიკრიბნენ, აქ "ალტ-ინფოს" ოფისის გახსნა და მისი ფუნქციონირება გააპროტესტეს.
"პირველ რიგში, მინდა უკრაინაში დაღუპულ, ჩვენი ქვეყნის გმირებს და მათ ოჯახებს სამძიმარი გამოვუცხადო. ჩვენი აქ ყოფნა დაიგეგმა სპონტანურად, მოქალაქეები გულისტკივილით გამოვიდნენ, ალტ-ინფოსა და კონსერვატიული პარტიის ოფისის გახსნასთან დაკავშირებით. ჩვენ ვგმობთ ძალადობას და ვემიჯნებით რუსულ პროპაგანდას საქართველოში",- თქვა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მარიამ კიკალიშვილმა.
აქციის ბოლოს საქართველოს ჰიმნიც გაჟღერდა.
სამეგრელოში კონსერვატიულმა მოძრაობამ ოფისები მიმდინარე წელს გახსნა.
მასალის გამოყენების პირობები