წალენჯიხაში ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი და გიორგი გახარიას პარტია“ საქართველოდან“ საკრერბულოს წევრი გოჩა აბულაძე დააკავეს.
ინფორმაცია
რადიო „ათინათს“ წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარემ კორნელი სალიამ დაუდასტურა.
ოპოზიციურ მოძრაობაში ფაქტს უკანონოს უწოდებენ და მას პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებენ.
„ეს პროცესი დაიწყეს არჩევნებამდე ორი თვით ადრე და რადგან მოიგო არჩევნები, გადაწყვიტეს, დაესაჯათ. საუბარია მიწის ნაკვეთებზე, რომელიც მან კანონიერად მიიღო და ახლა თაღლითობას და მსგავს დანაშაულებს ედავებიან. არადა, ადამიანმა ფერმა გააკეთა, ხალხი დაასაქმა კანონიერად“, - ამბობს სალია.
მომხდართან დაკავშირებით განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ბერდია სიჭინავამაც.
"შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ამ საქმეზე გამოძიება წინასაარჩევნოდ წამოიწყო გელა აბულაძესა და მის ოჯახის წევრებზე ზეწოლის განსახორციელებლად, რაც ვერ შეძლეს და რაზეც ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრებს არაერთხელ გვისაუბრია.
“ოცნების” ხელისუფლება ვერ ეგუება წაგებულ არჩევნებს მუნიციპალიტეტებში და ცდილობს პოლიტიკური მოცემულობის და მოქალაქეთა არჩევანის ცვლილებას უკანონო დაკავებებით, მოსყიდვით, მუნიციპალიტეტების საბოტაჟით და ა.შ", - წერს ბერდია სიჭინავა ფეისბუქ პოსტში.
მასალის გამოყენების პირობები