სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი კიდევ 32 პირს დაუდასტურდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში კორონავირუსი ქვეყნის მასშტაბით 407 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 32-ს სამეგრელო-ზემო სვანეთში.
ბოლო მონაცემებით, ვირუსული ინფექციისგან გამოჯანმრთელდა 1 303 პირი,ჯამში გამოჯანმრთელებულია 1 626 296 ინფიცირებული.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით 3 ადამიანი გარდაიცვალა, სულ ქვეყანაში ვირუსს 16 748 პირი ემსხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები