საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური:ორ დღეში სამეგრელოში მინდვრებში გაჩენილი 19 ხანძარი ლოკალიზებულია
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ბოლო ორ დღეში მინდვრის და ბალახის 19 ხანძარზე მოახდინეს რეაგირება.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ხანძრის კერების უმრავლესობა გაჩენილი იყო სპეც-ტექნიკისთვის მიუვალ ადგილზე, სადაც მეხანძრე-მაშველებს უწევდათ რთულ რელიეფზე ქვეითად გადაადგილება და ქრობის სამუშაოების ინდივიდუალური საშუალებით ჩატარება.
,,სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ხანძრის ყველა აქტიური კერა ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია. ხანძრების შედეგად არავინ დაშავებულა'', - აღნიშნავენ უწყებაში.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთოთ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვოთ ცეცხლის კერები უყურადღებოდ. დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში კი დაუყოვნებლივ აცნობეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ს.
მასალის გამოყენების პირობები