ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 300 ტირაჟიანი წიგნის დასაბეჭდად 12 300 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, მერიამ ჩატარებული არქეოლოგიური აღმოჩენების საფუძველზე მოპოვებული უახლესი მასალების წიგნად „ერგეტის სამაროვნების“ გამოცემა გადაწყვიტა.
ამავე დოკუმენტაციაში მოცემული ინფორმაციით, გამარჯვებულმა კომპანიამ, დაახლოებით, 165 გვერდიანი წიგნი უნდა დაბეჭდოს, სქელ მუყაოს გარეკანში ჩასვას, აქვე შედის დიზაინი, დაკაბადონება და რეზიუმეს ტექსტის თარგმნა ინგლისურ ენაზე.
ასევე, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ წიგნები ხელშეკრულების დადებიდან ერთ თვეში უნდა დაბეჭდოს.
მასალის გამოყენების პირობები