ახალი ამბები
აფხაზი აქტივისტების ანტისაომარი მიმართვა სოხუმში მოქმედმა რუსულმა ორგანიზაციამ გააკრიტიკა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში მოქმედმა "რუს თანამემამულეთა ორგანიზაციების საკოორდინაციო კავშირმა" გააკრიტიკა აფხაზი აქტივისტების და ჟურნალისტების ნაწილის მიმართვა, რომელშიც ისინი უკრაინაში სისხლისღვრის შეჩერებისკენ მოუწოდებენ.

"ჩვენ მშვიდობისა და სისხლისღვრის წინააღმდეგი ვართ, მაგრამ მხარს ვუჭერთ რუსეთის არმიის ქმედებებს დენაციფიკაციისა და დემილიტარიზაციისთვის, რადგან გვესმის, რომ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის ანგარიშსწორება გარდაუვალია თავისი ბუნებით", - ნათქვამია  კავშირის განცხადებაში.

სისხლისღვრის შეჩერების მოწოდებაზე ნეგატიურ რეაქციას გუშინდელი ანტისაომარი მიმართვის ავტორი, ჟურნალისტი და მწერალი ნადეჟდა ვენედიქტოვა გამოეხმაურა. მისი თქმით, მათი შეშფოთება დაკავშირებულია ბირთვული ომის შესაძლო დაწყებასთან, რომელიც პლანეტას რადიოაქტიურ ჯოჯოხეთად გადააქცევს.

"1986 წელს, როდესაც ქარმა ჩერნობილის სტიქიის რადიოაქტიური მტვერი გადაიტანა, სოხუმის ქუჩებში დავსეირნობდი გაზაფხულის წვიმის ქვეშ და მცირე დოზა მივიღე. ორი წლის განმავლობაში მქონდა საშინელი სისუსტე და თავბრუსხვევა, თუმცა შემთხვევის ადგილიდან ათასობით კილომეტრი მაშორებდა! გლობალურმა დაპირისპირებამ, რომელიც თითქმის ყოველდღე იზრდება, შეიძლება გამოიწვიოს დაძაბულობის ისეთი ტემპერატურა, რომ ბირთვული ღილაკის დაჭერა თითქმის გარდაუვალი გახდეს, "- წერს იგი.

აფხაზი სამოქალაქო აქტივისტების ნაწილმა მიმართვა გაავრცელა, რომელსაც 20 - ზე მეტი ადამიანი აწერს ხელს. ისინი მხარეებს უკრაინაში სისხლისღვრის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. მიმართვის ტექსტი მწერალმა და ჟურნალისტმა ნადეჟდა ვენედიქტოვამ გამოაქვეყნა.

პუბლიკაციას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ფეისბუკის მომხმარებელთა აფხაზური სეგმენტის ნაწილი კომენტარებში მხარს უჭერს მას, ზოგი კი მიუღებლად მიიჩნევს და პროვოკაციად აფასებს.

11 მარტს, სოხუმში, "დინამოს" სტადიონზე გაიმართა აქცია, რომლის მონაწილეებმა მხარი დაუჭირეს "რუსეთის ფედერაციის ქმედებებს დონბასის სეპარატისტული რესპუბლიკების ტერიტორიაზე მშვიდობისა და წესრიგის უზრუნველსაყოფად, ასევე უკრაინაში "დემილიტარიზაციის და დენაციფიკაციის პროცესს".

ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელმა ლეონიდ პასეჩნიკმა 10 მარტს ხელის მოაწერა ბრძანებას " აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ".

უფრო ადრე, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა პრესრელიზი, რომელშიც ნათქვამია, რომ სოხუმმა და ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკამ "დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს და ნოტები გაცვალეს".

26 თებერვალს, აფხაზმა ლიდერმა ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა ბრძანებას დონბასის სეპარატისტული ე.წ.დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების აღიარების შესახებ.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს. 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ცნო ე. წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი". მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი. პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქალთა ფონდი "სოხუმი" დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში ახორციელებს ქალების ურთიერთდახმარების პროექტს. ამ მიზნით, შეირჩა სპეციალური ჯგუფები, რომლებიც აქტიურ შეხვედრებს მართავენ და ხელს უწყობენ

,,ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი" მიმდინარე წლის აგვისტოდან ახორციელებს პროექტს ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და NEET-ახალგაზრდების ციფრული და სამეწარმეო მიმართულებით გაძლიერება".

26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
დღის სიახლეები
17 / დეკემბერი 2024
დღეს, 17 დეკემბერს, პროტესტის მე-20 დღეს, ზუგდიდში, მიუხედავად წვიმიანი ამინდისა, სამხარეო ადმინისტრაციის წინ, მოქალაქეები შეიკრიბნენ ფერადი ქოლგებითა და საწვიმრებით და საპროტესტო აქციას მართავენ.
17 / დეკემბერი 2024
სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე "ტაგანოვა და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ" გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტებზე
17 / დეკემბერი 2024
„საქართველოს რკინიგზა“  29 და 30 დეკემბერს, თბილისი-ფოთი-თბილისის მიმართულებით, დამატებით რეისებს ნიშნავს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
05 / დეკემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.