ზუგდიდის მერიის ააიპ "კეთილმოწყობის მართვის ცენტრის" თანამშრომელმა ზაზა ფარცვანიამ "დროას" წევრ მარიამ სიჭინავას მიმართ შეურაცხმყოფელი პოსტის გამო სიტყვიერი გაფრთხილება მიიღო.
ამის შესახებ ინფორმაცია
რადიო "ათინათს" მერიის პრესსამსახურში დაუდასტურეს.
"ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისთვის მიუღებელია ნებისმიერი ტიპის შეურაცხმყოფელი მიმართვა ადამიანის მისამართით, - აღნიშნეს მერიაში.
ზაზა ფარცვანიამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც აქტივისტს შეურაცხმყოფელად მოიხსენიებს.
ზაზა ფარცვანიას, რომელიც ზუგდიდის მერიის სხვადასხვა ააიპ-ში, წლებია, მუშაობს, საკუთარ გვერდზე შეურაცხმყოფელი და დისკრიმინაციული პოსტები არაერთხელ გამოუქვეყნებია. 2019 წლის ოქტომბერში მან ერთ-ერთი მსგავსი პოსტის დაწერისა და საზოგადოების უარყოფითი გამოხმაურების შემდეგ
თანამდებობა დატოვა.
მასალის გამოყენების პირობები