ომის შემდეგ უკრაინიდან მარტვილში ჩამოსულ წყვილს შვილი შეეძინა
წყვილს, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დევნილად იქცა და მარტვილში ჩამოვიდა, შვილი შეეძინა.
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჟელენი კიკორიას და ალიონა ბარანიკს მესამე შვილი ბაგრატი კლინიკა „სენამედში“ შეეძინათ. სამედიცინო დაწესებულებამ მათ უფასო მომსახურეობა გაუწია.
უკრაინიდან ლტოლვილი ოჯახი ომის დაწყების შემდეგ მარტვილში ცხოვრობს. მათ მარტვილის მკვიდრმა, გია დანელიამ საცხოვრებელი ფართი უსასყიდლოდ დაუთმო. მშობლები მარტვილის მერმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოინახულეს და საჩუქრები გადასცეს.
მასალის გამოყენების პირობები