უკრაინაში რუს ოკუპანტებთან ბრძოლას კიდევ ორი ქართველი მეომარი შეეწირა. ინფორმაციას უკრაინაში მყოფი საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ავრცელებს.
„9 აპრილი ასე დაგვებედა, 2 დაღუპული და 5 დაჭრილი დაგვემატა“,- წერს ოქრუაშვილი ფეისბუქ გვერდზე.
უკრაინაში ომის დროს დაღუპული 3 ქართველი მებრძოლი - დავით გობეჯიშვილი,
გია ბერიაშვილი და დავით რატიანი საქართველოში ჩამოასვენეს და დაკრძალეს. ამ დრომდე ვერ ხერხდება მარიუპოლიდან სენაკელი
ბახვა ჩიქობავას ცხედრის ჩამოსვენება.
მასალის გამოყენების პირობები