სენაკში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" კორუფციული სქემების გამოძიებას და
აუდიტის დასკვნაზე რეაგირებას ითხოვს.
ამის შესახებ ფრაქციის წევრებმა სხდომაზე ისაუბრეს. მათ დეტალურად განიხილეს დასკვნის ანგარიში, რომლის თანახმადაც სენაკის ბიუჯეტმა მილიონ ლარამდე იზარალა. ამასთან, ფრაქციის წევრებმა სენაკის საკრებულოში შექმნილ ვითარებაზეც ისაუბრეს და ხელისუფლება შექმნილ ხელოვნურ კრიზისში დაადანაშაულეს.
საუბარია "ქართული ოცნების" სარჩელზე, რომელშიც მათ სასამართლოს 9 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით მიმართეს, რა დროსაც საკრებულოს თავმჯდომარე აირჩა. სახელისუფლებო პარტია მიიჩნევს, რომ პროცედურები კანონის დარღვევით გაიმართა. სასამართლომ კი გადაწყვეტილება შეაჩერა. ამის შემდეგ სენაკის საკრებულოში სხდომა არ გამართულა.
ამავე თემაზე:
სენაკში "ქართულმა ოცნებამ" საკრებულოს გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა
მასალის გამოყენების პირობები