ზუგდიდიდან თბილისამდე და პირიქით მიკროავტობუსებით მგზავრობა ხუთი ლარით გაძვირდა.
ინფორმაცია რადიო "ათინათს" სამარშუტო ტაქსების მძღოლებმა დაუდასტურეს. მათი თქმით, დაახლოებით, ერთი კვირაა, რაც მგზავრებს დედაქალაქამდე მგზავრობისთვის 20-ის ნაცვლად 25 ლარის გადახდა უწევთ.
"გაძვირდა საწვავი და ამან გამოიწვია ფასის მომატებაც, რადგან ნაკლებ ფასად არ გვიღირს რეისების შესრულება", - ამბობენ მძღოლები.
რაც შეეხება ავტობუსებს, თბილისამდე მგზავრობა ისევ 20 ლარი ღირს.
ყველა სახის საწვავის ფასმა საქართველოში ბოლო 10 დღის განმავლობაში მოიმატა.
მასალის გამოყენების პირობები