უკრაინიდან დევნილი 3 ახალგაზრდა ზუგდიდის საფეხბურთო კლუბში გაწევრიანდა. ინფორმაცია რადიო"ათინათს" კლუბ "ფენიქსის" დამფუძნებელმა ბადრი ქადარიამ დაუდასტურა.
მისივე თქმით, 17, 18 და 19 წლის გოგონები ფეხბურთს ომამდე სამშობლოშიც თამაშობდნენ, ერთ-ერთი მათგანი უკრაინის ასაკობრივ საფეხბურთო ნაკრებშიც ირიცხებოდა.
"ფენიქსი", დაახლოებით, 1 წელია დაფუძნდა. კლუბი 20-ზე მეტ გოგონას აერთიანებს და ამ ეტაპზე საქართველოს ჩემპიონატის ქალთა ლიგა 2-ში ასპარეზობს.
მასალის გამოყენების პირობები