პრეზიდენტი სკოლებში მეგრულისა და სვანურის სწავლების ინიციატივით გამოდის
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სკოლაში არჩევით საგნად მეგრულისა და სვანურის სწავლების ინიციატივით გამოდის.
ამის შესახებ მან დედაენის დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრეზიდენტი ამბობს, რომ ქართული კულტურის წინააღმდეგ ომს რუსეთი დღეს აფხაზეთში აგრძელებს და ქართული და აფხაზური ენის დაცვასთან ერთად, მეგრულის, სვანურის, ჭანურისა და ლაზურის დაცვა და გადარჩენისთვის ზრუნვა აუცილებელია.
"რუსული საოკუპაციო რეჟიმის შედეგად, აფხაზეთში ერთნაირად იზღუდება როგორც აფხაზური, ასევე ქართული ენა. წლიდან წლამდე მცირდება აფხაზურ ენაზე მოსაუბრეთა რიცხვი. გალში და მიმდებარე სოფლებში კი მცხოვრებ ქართველებს ეკრძალებათ ქართულ ენაზე სასკოლო განათლების მიღება. ქართული და აფხაზური ენის დაცვასთან ერთად, რომელიც კონსტიტუციით განსაზღვრულია, გვევალება მეგრულის, სვანურის, ჭანურისა და ლაზურის დაცვა და გადარჩენისთვის ზრუნვა. რამე თუ ეს ენები განუყოფელი ნაწილია ჩვენი კულტურის და წარმოადგენენ უნიკალურ სიმდიდრეს. ამას შევძლებთ თუკი სკოლაში არჩევითი სწავლების უფლებას დავაწესებთ, პირველ რიგში, მეგრულისა და სვანურისათვის", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მასალის გამოყენების პირობები