გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამეგრელოსა და იმერეთში ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოავლინეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, მარტვილში, ლებარდეს ხეობაში, მოქალაქეს კოლხური ბზის სახეობის 7 ერთეული ფესვიანი ხე-მცენარე და 580 ერთეული ტოტი გადაჰქონდა. ამავე ინფორმაციით, ავტომანქანის ძარაზე მას ასევე განთავსებული ჰქონდა წიწვოვანი სახეობის 4 ერთეული ხე-მცენარე და 0,3 კუბური მეტრი მოცულობის თხმელის (მურყანი) სახეობის საშეშე მერქანი.
ფაქტში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო მასალები შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა 500-დან 1000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს, ხოლო თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ენიჭება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბზის მოჭრაზე კონტროლი
გაამკაცრა.
მასალის გამოყენების პირობები