ბოლო 24 საათში, stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების 222 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 8 - სამეგრელო-ზემო სვანეთში. ჯამში საქართველოში ინფიცირების 1 652 929 შემთხვევაა
დადასტურებული.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებას, ბოლო მონაცემებით, განიკურნა 346 პირი, სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1 633 684 -ს შეადგენს.
ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 1 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყნის მასშტაბით Covid 19-ით 16 789 ადამიანი გარდაიცვალა.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 22 703 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 791, "პისიარ"-ტესტით – 1 912.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 0,98%, ბოლო 14 დღის – 1,5%, ბოლო 7 დღის – 1,25%.
მასალის გამოყენების პირობები