უკრაინაში, რუს ოკუპანტებთან ბრძოლის დროს დაღუპულ ალიკა ცაავას ოჯახის ინფორმაციით, მის ცხედარს საქართველოში უახლოეს 3-4 დღეში ჩამოასვენებენ და ამის შემდეგ უკვე ჯვარში გადაასვენებენ, სადაც დაღუპულის დედა ცხოვრობს.
მებრძოლის ძმის განმარტებით, ალიკა ცაავას, სავარაუდოდ, ზუგდიდში, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ.
40 წლის ალიკა ცაავა გუშინ უკრაინაში მაშინ დაიღუპა, როცა დაჭრილი თანამებრძოლების გამოყვანას ცდილობდა.
ამავე თემაზე:
უკრაინაში დღეს დაღუპული და დაჭრილი მებრძოლები ჯვარსა და ზუგდიდში ცხოვრობდნენ
მასალის გამოყენების პირობები