გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 აპრილს დღის ბოლოდან 21 აპრილამდე საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
უწყების ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.
მასალის გამოყენების პირობები