ბოლო 24 საათში კორონავირუსით არავინ გარდაცვლილა, სამეგრელოში გამოვლინდა 11 შემთხვევა
ბოლო 24 საათის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 11 შემთხვევა გამოვლინდა, სულ ვირუსი ქვეყნის მასშტაბით კიდევ 232 პირს დაუდასტურდა.
სულ გამოვლენილია 1 653 692 ინფიცირების შემთხვევა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით არავინ გარდაცვლილა.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 117 ინფიცირებული, ჯამში გამოჯანმრთელებულია 1 634 591 ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები