მიმდინარე წლის 24 და 25 აპრილს, აღდგომასა და მომდევნო ორშაბათს, ზუგდიდში, ქალაქის ტერიტორიაზე არსებული სასაფალაოების მიმართულებით ავტობუსები უფასოდ იმოძრავებს.
ინფორმაციას ააიპ ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტი ავრცელებს.
მერიის გადაწყვეტილებით, მუნიციპალური ტრანსპორტი დილის 8:00-დან 15:00 საათამდე 8 სასაფლაოს მიმართულებით 6 მარშრუტს შეასრულებს და მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.
ავტობუსების მოძრაობის განრიგი შეგიძლიათ მითითებულ
ლინკზე იხილოთ.
მასალის გამოყენების პირობები