დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, 800 დევნილ ოჯახს სახლებს შეუსყიდიან. ინფორმაციას და სიას საკუთარ უწყება ავრცელებს.
ამავე ცნობით, დევნლები სახლებს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში შეარჩევენ და ამისთვის მათ 6 თვიანი ვადა აქვს.
იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს, საცხოვრებელი სახლები პროექტ „სოფლად სახლის“ ფარგლებში გადაეცემათ.
2022-2024 წლებში, „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული 6000-მდე ოჯახი განსახლდება.
დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც სააგენტო სოფლად სახლს შეუსყიდის, იხილეთ ამ
ლინკზე.
მასალის გამოყენების პირობები