ხმაური უსიტყვოდ - ზუგდიდში მიუსაფარი ცხოველების მხარდასაჭერად შეიკრიბნენ (ფოტო/ვიდეო)
18:46 / 21.04.2022
ზუგდიდის ცენტრალური ბულვარის ტერიტორიაზე ადგილობრივმა ახალგაზრდებმა და ცხოველთა მოყვარულებმა მშვიდობიანი აქცია გამართეს.
ისინი ცხოველთა მიმართ სასტიკ მოპყრობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის გამკაცრებას და სხვადასხვა რეგულაციების დაწესებას ითხოვენ. აქციის ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ ცხოველების სტერილიზაცია/კასტრაცია და ჩიპირების გზით იდენტიფიცირება სავალდებულო უნდა გახდეს ნებისმიერი მოქალაქისთვის.
"ჩვენი აქციის მიზანია კონკრეტულ ორგანოებს და საზოგადოებას დავანახოთ, რომ ცხოველთა საჭიროებები გასათვალისწინებელია და საქართველოში სავალალო მდგომარეობაა ამ მხრივ. საზარელია საზოგადოების დამოკიდებულება, ხშირია ცხოველებზე ძალადობის ფაქტები, რაც გულთან მიმაქვს. ვფიქრობ, რომ შესაბამისმა უწყებებმა უნდა გაამკაცრონ კანონი და ყველა მსგავსი ფაქტი იყოს დასჯადი. უნდა გაკონტროლდეს ცხოველის გაგდებაც", - ამბობს ზუგდიდელი დავით ვაჩეიშვილი.
აქციის კიდევ ერთი მონაწილე, მეგი გულაია მიიჩნევს, რომ საზოგადობის განწყობის შესაცვლელად, ახალგაზრდების აქტიურობა და ჩართულობა სასიკეთო ცვლილებებს გამოიწვევს.
"ჩემთვის ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ მაწუხებს ეს თემა. მყავს ქუჩიდან აყვანილი კატა. ვფიქრობ, რომ მიუსაფარი ცხოველების საკითხი არ არის გადასადები გვერდზე. უნდა იყოს პრიორიტეტული და დიახ, არ უნდა ვიძალადოთ ცხოველებზე. თითოეული ჩვენგანის ხმა მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, ჯერაც ვერ ამაღლდა ადამიანების ცნობიერების იმ დონემდე, რომ გაიაზრონ როგორი მნიშვნელოვანია იცოცხლოს უმწეო არსებამ და ვფიქრობ, ახალგაზრდების მონაწილეობა მნიშვნელოვანია", - აღნიშნა მეგი გულაიამ.
ადგილზე მყოფმა მოხალისემ ნინო ტურავამ ხაზი გაუსვა შესაბამისი კანონმდებლობის გამკაცრების საჭიროებას და მოქალაქეებს მიუსაფარი ცხოველების მიმართ მეტი სოლიდარობისკენ მოუწოდა.
"მართლა საშინელ მდგომარეობაში არიან ქუჩაში მიტოვებული ცხოველები, არიან საცოდავები. არ ვიძალადოთ მათზე, მოვეფეროთ, გვიყვარდეს. თუ მისცემთ შესაძლებლობას, აუცილებლად დაგიმტკიცებენ, რომ ნამდვილად არიან ჩვენი საუკეთესო მეგობრები. გთხოვთ, არ გაიმეტოთ სასიკვდილოდ. ვხედავ, რომ ახალგაზრდები შეიკრიბნენ, რაც მართლა სასიამოვნოა. უნდა შეიცვალოს კანონმდებლობა და ცხოველებიც არ უნდა გავწიროთ", - თქვა ცხოველთა მოყვარულმა.
მსგავსი აქციები დღეს საქართველოს სხვა ქალაქებშიც გაიმართა.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები