მარტვილში, სოფელ ქვაითიდან გაუჩინარებული 13 წლის გოგონა ნაპოვნია.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ის სამართალდამცავებმა იპოვეს. მოზარდი თავს კარგად გრძნობს.
"გოგონა უვნებელია და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება", - აცხადებენ უწყებაში.
მარტვილის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე 20 აპრილს, საღამოს, სკოლიდან სახლში მიმავალ გზაზე
გაუჩინარდა. ოჯახი და სამართალდამცავები მას ორი დრის განმავლობაში ეძებდნენ.
მომხდარზე გამოძიება 143-ე, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები