უკრაინაში რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში დაღუპულ ალიკა ცაავას ცხედარს სამშობლოში კვირას, 24 აპრილს გამთენიისას ჩამოასვენებენ.
ახლობლების ინფორმაციით, თბილისში, აეროპორტიდან მის ცხედარს ტაძარში დაასვენებენ, რის შემდეგაც უკვე ჯვარში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში გადაასვენებენ.
აფხაზეთიდან დევნილ დაღუპულ მებრძოლს, სავარაუდოდ, ზუგდიდში, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ.
40 წლის ალიკა ცაავა უკრაინაში მაშინ
დაიღუპა, როცა დაჭრილი თანამებრძოლების გამოყვანას ცდილობდა.
გასულ კვირებში დაღუპული 5 ქართველი მებრძოლი - დავით გობეჯიშვილი,
გია ბერიაშვილი, დავით რატიანი, ნიკა შანავა და დავით მენაბდიშვილი საქართველოში ჩამოასვენეს და დაკრძალეს. ამ დრომდე ვერ ხერხდება მარიუპოლიდან სენაკელი
ბახვა ჩიქობავას ცხედრის ჩამოსვენება.
მასალის გამოყენების პირობები