სენაკში პოლიციელზე თავდასხმისთვის რამდენიმე ადამიანი დააკავეს
სენაკში, პოლიციელზე განხორციელებული თავდასხმის ბრალდებით რამდენიმე მამაკაცია დაკავებული.
შს სამინიტროს ინფორმაციით, აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
სენაკში, პოლიციელსა და ხუთ მამაკაცს შორის დაპირისპირება დღეს დილით, რკინიგზის სადგურის მიმდებარედ მოხდა, დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.
"არანაირი თავდასხმა არ ყოფილა. შეკრებილ ახალგაზრდებთან თვითონ მივიდა ეს პოლიციელი, მიმართა მათ უცენზურო სიტყვებით. იკვეთება, რომ პოლიციელის მხრიდან იყო პროვოცირება",- განაცხადა დაკავებულების ადვოკატმა ლაშა ხოშტარიამ.
ამ დროისთვის დაკავებულების დაკითხვა მიმდინარეობს. მომხდარზე გამოძიება 353-ე მუხლით დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები