პროკურატურამ მარტვილში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
საქართველოს პროკურატურამ მარტვილის რაიონის სოფელ ხუმწში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
უწყების ინფორმაციით, დღეს, 24 აპრილს მარტვილის რაიონის სოფელ ხუმწში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მარტვილის რაიონული სამმართველოს უფროსის მოდგილის დ.გ.-ს მართვის ქვეშ მყოფი "მიცუბიშის" მარკის ავტომანქანის და ვ.ჯ. -ს მართვის ქვეშ მყოფი "მერსედესის" მარკის ავტომანქანის შეჯახების შედეგად მერსედესის მარკის ავტომანქანაში მყოფი მგზავრი გარდაიცვალა. ამავე ცნობით, ორივე ავტომანქანის მძღოლმა ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები