სენაკში, აღდგომის დღეს მომხდარ დანაშაულში ბრალდებულ პირებს ბრალს დღეს წარუდგენენ.
ადვოკატის ინფორმაციით; ისინი ფოთში, წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან მოთავსებულები და არ ეთანხმებიან მუხლს, რომლის თანახმადაც დააკავეს.
საუბარია 24 აპრილს მომხდარ ინცინდეტზე, რა დროსაც იმერეთის საპატრულო პოლიციის თანამშრომელს ხუთი ადამიანი, სავარაუდოდ, ფიზიკურად გაუსწორდა.
მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 353-ე მუხლით დაიწყო, რაც სამსახურებრივი მოვალეოიბის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები