სენაკში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ 2 პირს ბრალი წარედგინა
სენაკში, საპატრულო პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ ორ პირს ბრალი ფოთის იზოლატორში წარუდგინეს,
დანარჩენ სამს კი სენაკში, ოდნავ მოგვიანებუთ წარუდგენენ. ადვოკატების ინფორმაციით, არცერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს. ოჯახის თქმით კი, დაზარალებულ პოლიციელს დაზიანებები აღენიშნება.
საუბარია 24 აპრილს მომხდარ ინცინდეტზე, რა დროსაც იმერეთის საპატრულო პოლიციის თანამშრომელს ხუთი ადამიანი, სავარაუდოდ, ფიზიკურად გაუსწორდა.
მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 353-ე მუხლით დაიწყო, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები