სენაკის რაიონულ სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ხუთი პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე პროცესი დღეს გაიმართება.
ადვოკატების ინფორმაციით, მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირები თავს დამნაშავედ არ ცნობენ. უფლებადამცველები მოსამართლეს აღკვეთის ღონისძიებად მათთვის გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართავენ.
საუბარია 24 აპრილს სენაკში, რკინიგზის სადგურის მიმდებარედ მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც იმერეთის საპატრულო პოლიციის თანამშრომელს ხუთი ადამიანი, სავარაუდოდ, ფიზიკურად გაუსწორდა.
მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 353-ე მუხლით დაიწყო, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
ამავე თემაზე:
სენაკში პოლიციელზე თავდასხმისთვის რამდენიმე ადამიანი დააკავეს
მასალის გამოყენების პირობები