გაგრაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, ხანძრის შესახებ შეტყობინება მათ 12 საათსა და 35 წუთზე მიიღეს. ადგილზე მისულ
მეხანძრეებს სახლის სხვენი და მეორე სართული თითქმის დამწვარი დახვდათ.
ამავე ცნობით, მეხანძრეების ძალისხმევის მიუხედავად, ცეცხლი ხის სახლს მთლიანად მოედო. მაშველებმა შენობიდან 21 ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს, მათგან არავინ დაშავებულა.
მასალის გამოყენების პირობები