უკრაინაში, რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში დაღუპულ ალიკა ცაავას შაბათს ზუგდიდში, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ.
მანამდე კი სამოქალაქო პანაშვიდები ჯვარში, მის საცხოვრებელ სახლში მიმდინარეობს.
ალიკა ცაავა, რომელიც 16 აპრილს უკრაინაში დაიღუპა, სამშობლოში კვირას, 24 აპრილს
ჩამოასვენეს.
რუსეთ-უკრაინის ომში ამ დრომდე 8 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. მათგან ერთის - სენაკელი
ბახვა ჩიქობავას ცხედრის ჩამოსვენება საქართველოში ამ დრომდე ვერ ხერხდება.
მასალის გამოყენების პირობები