ზუგდიდის მერიამ "ბოლო ზარის" კონცერტისთვის 45 ათას ლარამდე ღირებულების ტენდერი გამოაცხადა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების კურსდამთავრებულთათვის "ბოლო ზართან" დაკავშირებული გასართობი ღონისძიების ორგანიზებისთვის მერიამ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 44 480 ლარია. ტენდერის პირობების მიხედვით, უნდა ჩატარდეს 4-5 წევრისაგან შემდგარი, ცნობადი, არანაკლებ 4 სტუდიური ალბომის მქონე, ინსტრუმენტალური ბენდის კონცერტი. ამასთან, გამარჯვებულმა კომპანიამ ღონისძიება საჭირო აპარატურითა და სასცენო განათებით უნდა უზრუნველყოს.
"ბოლო ზარის" კონცერტზე მერია ფერების შოუს მოწყობასაც გეგმავს. გათვალისწინებულია სადღესასწაულო ფოიერვერკების მოწოდება-გაშვების მომსახურებაც.
ტენდერში წინადადებების მიღება 6 მაისს დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები