სამეგრელო-ზემო სვანეთში მოსახლეობის რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება - საქსტატი
სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით ქალაქებსა და სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება.
ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მომზადებულ მონაცემებში ვკითხულობთ.
აღნიშნული ცნობების მიხედვით, სამეგრელო-ზემო სვანეთში 2021 წელს 308 400 ადამიანი ცხოვრობდა, მათგან 122 800 - ქალაქებში, სოფლად კი 185 600 პირი. ეს მონაცემები წინა წლის ანალოგიურ მონაცემებს 2 700 -ით ჩამორჩება.
ბოლო ათი წლის განმავლობაში კი მოსახლეობის რაოდენობა, საქსტატის მიხედვით, რეგიონში 48 300-ით შემცირდა.
საქსტატის ინფორმაციით, 2022 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 688 600 ადამიანს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტით ნაკლებია.
მასალის გამოყენების პირობები