უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ალიკა ცაავა ზუგდიდში სამხედრო პატივით, საქართველოს ჰიმნის ჟღერადობის ფონზე დაკრძალეს.
აფხაზეთიდან დევნილ მებრძოლს ჯვარში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში სამოქალაქო პანაშვიდზე ოჯახთან და ახლობლებთან ერთად სამოქალაქო და სამხედრო პირები, პოლიტიკოსები
დაესწრნენ. მის ხსოვნას პატივი მიაგო უკრაინის სამხედრო ატაშემ, გენერალ-მაიორმა
სერგეი კრევჩუკმა.ალიკა ცაავა 16 აპრილს თანამებრძოლების გამოყვანისას გარდაიცვალა. ის სამშობლოში 24 აპრილს ჩამოასვენეს.
მასალის გამოყენების პირობები