ახალი ამბები
ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის მოვაჭრეები გარევაჭრობის აკრძალვას მოითხოვენ
ზუგდიდის ცენტრალურ სუპერმარკეტში დასაქმებული მოვაჭრეები პროდუქტებით გარევაჭრობის აკრძალვას მოითხოვენ. ისინი ჩივიან, რომ მათთან მომხმარებელი, ფაქტობრივად აღარ შემოდის, რადგან სასურველ პროდუქტებს ბაზარში შესვლამდე გარემოვაჭრეებისგან ყიდულობენ.

"ბატონ მამუკასთან გვაქვს თხოვნა, პროდუქტით გარევაჭრობა აიკრძალოს. არ გვაინტერესებს ტანსაცმელი, ყველას უკიდურესი მდგომარეობა აქვს და არ ვეხებით. ადგილები გვაქვს, 5-ჯერ გავაკეთეთ მთავრობის დაკვეთით უბნები, ყველა ცარიელი დარჩა. შეგვყავდა ხალხი, ფულს არ ვახდევინებდით წლობით, ოღონდ მთავრობის გვერდით ვყოფილიყავით. იმავეს ვაკეთებთ ახლაც, მაგრამ არავინ არაა ჩვენ გვერდით. არანაირი იმედი არ გვაქვს. დღეს მოვიდა მერი, ჩვენი თხოვნა თუ შესრულდება, მზად ვართ გვერდით დავუდგეთ, თუ არა და ჩვენს ამბავს მივხედავთ", - ამბობს ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ნონა ნიჟარაძე.

გარემოვაჭრეებს დღეს ზუგდიდის მერი მოადგილესთან ერთად შეხვდა. მამუკა წოწერია ამბობს, რომ ყველა მხარესთან კონსულტაციებს გამართავენ, რათა ვაჭრობას ორგანიზებული სახე მიეცეს.

"ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არის რეგულაციები, რომელიც მიღებულია საკრებულოს მიერ გარევაჭრობასთან დაკავშირებით. აქ არის მთავარი დავიცვათ ბალანსი ყველა მხარის ინტერესების გათვალისწინებით, როგორც ცენტრალური სუპერმარკეტის, ასევე გარემოვაჭრეების. აქ მთავარია, ჩვენ შევქმნათ ალტერნატივა, ბაზრის ტერიტორიაზე. გავმართავთ კონსულტაციებს, როგორც ბაზრის ადმინისტრაციასთან, ისე გარემოვაჭრეებთან, შევთავაზებთ მათ გადაინაცვლონ იმ ტერიტორიაზე, სადაც ვაჭრობა უფრო მეტად ორგანიზებული იქნება, მოქცეული იქნება სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებში და რა თქმა უნდა, ეს ყველამ უნდა დავიცვათ. ჩვენ გავითვალისწინეთ ბევრი ფაქტორი, სოციალური პრობლემები მოვაჭრეების და ასე შემდეგ, მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ გარკვეული საფუძველი აქვს დღეს გამოსული ადამიანების პროტესტს, იმის გამო, რომ ისინი იხდიან გადასახადებს, საიჯარო მოსაკრებელს, ექვემდებარებიან რეგულაციებს, მაგრამ გარკვეული კატეგორია, რომელიც გარეთ ვაჭრობს, პერიმეტრზე, ამ გადასახადისგან თავის არიდების პოზიციაშია, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვცდილობთ ყველა მოექცეს ერთ სიტუაციაში", - აღნიშნა წოწერიამ.

ადგილზე მობილიზებული იყო დიდი რაოდენობით პოლიცია.

ზუგდიდში გარევაჭრობის პრობლემა მრავალი წელია დგას. ბაზრის გარეტერიტორიაზე მოვაჭრეებსა და ზუგდიდის მერიას შორის ამ საკითხზე უთანხმოება დღემდე გრძელდება. ადგილობრივი ხელისუფლება მათ ალტერნატიულ ფართს, ბაზრის შიდატერიტორიას სთავაზობს, თუმცა ამ წინადადებას მოვაჭრეები არ თანხმდებიან, რადგან, როგორც ისინი ამბობენ, იქ მომხმარებელი არ შედის.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დღის სიახლეები
23 / ნოემბერი 2024
აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ეკონომიკის ყოფილმა „მინისტრმა“ და ადგილობრივი ოპოზიციის ლიდერმა, ადგურ არძინბამ განაცხადა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკა შეიძლება გახდეს რუსეთ-ბელორუსის საკავშირო სახელმწიფოს ერთიანი ვალუტის საცდელი ადგილი. ამის შესახებ მან რუსულ РБК - სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
23 / ნოემბერი 2024
„ახლა აფხაზეთში არ ვარ, რამდენიმე დღით მიფრინავ მოსკოვში“, - ამის შესახებ რუსულ „ტასს“ დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ განუცხადა.
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა, ცოტა ხნის წინ, რუსთაველის ქუჩა გადაკეტეს, შემდეგ კი მსვლელობით დაიძრნენ მდინარე ჩხოუშის ხიდისკენ.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.