ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის გადაუდებელი მედიცინის განყოფილების უფროსი
მაია ესებუა სოციალურ ქსელში მისი სახელით გამოქვეყნებული კომენტარის ავთენტურობის შესახებ ინფორმაციას არც ადასტურებს და არც უარყოფს. სავარაუდოდ, მისი ფეისბუქ გვერდის ანგარიშიდან დაწერილი კომენტარის ე.წ. სქრინი, რომელშიც ესებუა მიხეილ სააკაშვილს ქსენოფობიურ კონტექსტში მოიხსენიებს და კადაფის მსგავსად დასჯას მიესალმება, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა მაია კალანდიამ გამოაქვეყნა.
რადიო
"ათინათი" მაია ესებუას დაუკავშირდა და სააკაშვილის შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით
პოზიციის დაფიქსირება სთხოვა.
"ნუ მაწუხებთ, რას გეტყვით იცით? პოლიციაში მქონდა შეტანილი, ჩემი გვერდი გატეხეს და საშინელ დღეში ჩამაგდეს. მაშინ არც ერთი ჟურნალისტი არ მოსულა ჩემთან. არ მაინტერესებს! მე არ გამისინჯავს ის, როგორც ექიმს, გადაიყვანონ, მივესალმები, თუ გადაიყვანენ. მე თუ რამე დავწერე, ჩემი ნებაა. თქვენს თავს მიხედეთ და ხელს ნუ მიშლით მუშაობაში. მიხედავენ მას თქვენს გარეშეც. ჩემი გვერდი იყო გატეხილი და უამრავი კომენტარი იწერებოდა. სხვა საქმე იძიეთ", - გვითხრა მაია ესებუამ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის ოჯახი და მათი მხარდამჭერები მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებასა და მის საზღვარგარეთ მკურნალობას მოითხოვენ. მედიკოსების შეფასებით, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
მასალის გამოყენების პირობები