აპრილში სამეგრელო-ზემო სვანეთში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების 31 ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა პირველი აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით სამეგრელო-ზემო სვანეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 31 ფაქტი გამოავლინეს.
ქვეყნის მასშტაბით სულ ასეთი 188 ფაქტი გამოვლინდა, მათ შორის 14 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
უწყების ცნობით, ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 211 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე.
ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 60 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 12 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.
მასალის გამოყენების პირობები