მესტიაში, სოფელ ხაიშთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 22 წლის მამაკაცი დაიღუპა.
სოფლის რწმუნებულის ინფორმაციით, ავტოავარია წუხელ გვიან ღამით მოხდა. მსუბუქი ავტომანქანა გზიდან ხევში გადავარდა, ავტომობილში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა.
მამაკაცის ცხედარი ხევიდან უკვე ამოყვანილია და საკუთარ საცხოვრებელ სახლშია დასვენებული.
მასალის გამოყენების პირობები