შავი ზღვის კამბალა - კალკანის ჭერა მაისის ბოლომდე აიკრძალა - აფხაზი ეკოლოგი
აფხაზეთის აკვატორიაში შავი ზღვის კამბალა - კალკანზე თევზჭერის აკრძალვა 31 მაისამდე რჩება ძალაში - ამის შესახებ "აფხაზია-ინფორმს" ეკოლოგიის "სახელმწიფო კომიტეტში" განუცხადეს.
კომიტეტის თავმჯდომარის, საველი ჭითანავას განცხადებით, 1 მაისიდან ყველა სახის თევზჭერაა აკრძალული.
"ამ პერიოდში კამბალა ქვირითობს და ამიტომ თევზჭერა კატეგორიულად აკრძალულია. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის წყლებში სამრეწველო თევზჭერა 2003 წლიდან მიმდინარეობს, ახლა ისინი, ხელსაწყოდ ქისა ბადეს იყენებენ, რომელიც არანაირად არ ეხება კამბალას", - ამბობს აფხაზი ეკოლოგი.
გამოცემის ცნობით, მანამდე თევზჭერისთვის ტრალის ტომრები გამოიყენებოდა, რის გამოც, საგრძნობლად შემცირდა ფსკერის თევზის პოპულაცია. გარემოსდამცველების მტკიცებით, 2003 წლიდან პოპულაციის აღდგენა დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები