ზუგდიდში მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში სინოპტიკოსები არამდგრად ამინდს პროგნოზირებენ.
გარემოს ეროვნულ სააგენტოში რადიო "ათინათს" უთხრეს, რომ მსგავსი ამინდები 12 მაისის ჩათვლით შენარჩუნდება, დღეს და ხვალ კი ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 15-16 გრადუსი იქნება.
სინოპტიკოსების ცნობით, 13-დან 15 მაისის ჩათვლის გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურა 24-დან 29 გრადუსამდე მოიმატებს.
რაც შეეხება მესტიას, მუნიციპალიტეტის გარკვეულ ლოკაციებზე თოვლ-ჭყაპს ვარაუდობენ.
მასალის გამოყენების პირობები