ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სკოლის 3 მოსწავლე დაშავდა.
რადიო "ათინათის" ინფორმაციით, BMW-ს მარკის მანქანა სოფლის ტერიტორიაზე გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მაღალი ძაბვის ბოძს შეეჯახა.
ადგილობრივების ცნობით, ავტომობილში სულ 5 ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა 2 მათგანი თავს კარგად გრძნობს. რაც შეეხება დაშავებულებს, ისინი სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი ერთი გამოწერეს. დაშავებულ მოსწავლეებს სხვადასხვა დაზიანება აქვთ. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.
მასალის გამოყენების პირობები