ევექსი ჰოსპიტლების მასშტაბურ პროექტში, რომელიც სამედიცინო პერსონალისადმი მადლიერების გამოხატვას ემსახურება, ერთ-ერთი ნომინაციის გამარჯვებული ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის ექთანი გახდა. ნინო ლომაიამ, რომელიც ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის გადაუდებელი მედიცინის განყოფილების უფროსი მედდაა, ნომინაციაში "წლის ექთანი" გაიმარჯვა და ხალხის რჩეული გახდა. როგორც სპეციალურად "სიცოცხლის ელჩებისთვის" მომზადებულ დოკუმენტურ ვიდეოში მედიკოსი ჰყვება, მუდმივად ცდილობს, იყოს პაციენტების სიცოცხლის სადარაჯოზე და მთელი გუნდით იბრძვის ამ მიზნის მისაღწევად. "ძალიან ბედნიერი ვარ და ვფიქრობ, არც სიტყვები მყოფნის იმ მადლიერების გამოსახატავად, რომელსაც თითოეული თქვენგანის წინაშე ვგრძნობ. თავად ამ პროექტის არსებობა უკვე უდიდესი დაფასებაა მედპერსონალის ყოველდღიური შრომისა და ღვაწლის. გამარჯვებაზე, ალბათ, ვერც ვიოცნებებდი, თუმცა ხალხის რჩეული გავხდი. განსაკუთრებული მადლობა ჩემს თანამშრომლებსა და თანაქალაქელებს", - ამბობს ნინო ლომაია.
"სიცოცხლის ელჩები" უკვე მესამე წელია ტარდება. პროექტის ფარგლებში, საზოგადოებისთვის ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის განსაკუთრებულ ისტორიებს აცნობენ.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
2024 წელს სამეგრელო-ზემო სვანეთში უმუშევრობის დონე 2023 წელთან შედარებით 1.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 10.5 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებში ვკითხულობთ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები