შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 2022 წლის პირველ კვარტალში სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით 450 ავტოსაგზაო შემთხვევაა აღრიცხული.
უწყების მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაში აღნიშნულია, რომ 388 ავტოავარიაზე გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით დაიწყო, 62 შემთხვევაზე კი - სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად.
ამავე მონაცემებით, 2022 წლის იანვარში, თებერვალსა და მარტში რეგიონის მასშტაბით ავტოსაგზაო შემთხვევებს 10 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 104 პირი.
საანგარიშო პერიოდში საქართველოში ავტოავარიას 99 ადამიანი შეეწირა, სხვადასხვა დაზიანება მიიღო 1 683-მა მოქალაქემ.
მასალის გამოყენების პირობები